ვინ რამდენით ამცირებს სახელფასო ფონდს - სამინისტროები

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა სახელფასო ფონდს 57 მლნ-ით ამცირებს.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტით (საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი) უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებზე ნაცვლად 1,896 მლრდ ლარისა, 1,839 მლრდ ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების მიხედვით კი ხარჯვითი დაწესებულებების სახელფასო ფონდი 22,298 მლნ ლარით მცირდება. კერძოდ, 2020 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებული იყო 1,575 მლრდ ლარი, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად კი სახელფასო ფონდი 1,553 მლრდ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების მიხედვით, სამინისტროების ნაწილი სახელფასო ფონდს არ ამცირებს. ბიუჯეტის განახლებული ვარიანტით არ მცირდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვიც. კერძოდ, 2020 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ასევე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი 112 214 ადამიანს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რომელი სამინისტრო რამდენით ამცირებს სახელფასო ფონდს:

  • მთავრობის ადმინისტრაცია - 7,200 მლნ ლარი (შემცირება - 0 ლარი)
  • ფინანსთა სამინისტრო - 45,990 მლნ ლარი (შემცირება - 1,250 მლნ ლარი)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 14,625 მლნ ლარი (შემცირება - 1,080 ლარი)
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიქტურის სამინისტრო - 8,980 მლნ ლარი (შემცირება - 1,345 მლნ ლარი)
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 9,415 მლნ ლარი (შემცირება - 300 ათასი ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 34,174 მლნ ლარი (შემცირება - 2,750 მლნ ლარი)
  • იუსტიციის სამინისტრო - 79,519 მლნ ლარი (შემცირება 3,925 მლნ ლარი)
  • თავდაცვის სამინისტრო - 395,389 მლნ ლარი (შემცირება - 0 ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 498,0 მლნ ლარი (შემცირება - 0 ლარი)
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 41,763 მლნ ლარი (შემცირება - 1,079 მლნ ლარი)
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 84,758 მლნ ლარი (შემცირება - 1,499 მლნ ლარი)
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 1,125 მლნ ლარი (შემცირება 50 ათასი ლარი)
ელზა წიკლაური