მთავრობამ სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა - რა წესების დაცვა მოუწევთ ორგანიზატორებს

მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა.

ამის შესახებ აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.

კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს:

  • სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
  • შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
  • უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;
  • ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
  • ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
  • აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
თაია არდოტელი
რა შემთხვევაში აიკრძალება თვითმფრინავში კვება - რა წესების დაცვა იქნება საჭირო
რა დაუჯდა ბიუჯეტს უცხოეთიდან ქართველების ჩამოყვანა
სამუშაო პროცესში ოფისებში სანიტარული შესვენების დაწესება სავალდებულო ხდება