Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:20 საათისთვის ერთი დოლარი 3.0487 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3,0550 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 9 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0648 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4549 ლარია.
ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.