Zara-მ პირველი კვარტალი 409 მლნ ევროს ზარალით დაასრულა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ათასობით დახურული მაღაზიის გამო Zara Inditex-მა 2020 წლის პირველი კვარტალი 409 მლნ ევროს ზარალით დაასრულა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თებერვალ-აპრილში გაყიდვების მაჩვენებელმა 3,3 მლრდ ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 5,9 მლრდ ევრო იყო.

Zara Inditex-ის ინფორმაციით, ყველა მთავარ ბაზარზე მაღაზიები ივნისის ბოლოს გაიხსნება. რაც შეეხება ონლაინ-გაყიდვებს, კომპანიაში ამბობენ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი უკვე 95%-ით გაიზარდა, - წერს Reuters-ი.