ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანიებთან ერთად, მწარმოებლებიც სერიოზულად დააზარალა.
აპრილ-მაისში ამერიკულმა Boeing Co-მა მომხმარებელს 10 თვითმფრინავი მიაწოდა, აქედან მაისში მხოლოდ 4 ერთეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Boeing- ის თანახმად, 60 წლის განმავლობაში 2020 წლის მაისის მაჩვენებელი იყო ყველაზე ცუდი გაყიდვების მიმართულებით, წლიურად კი მიწოდება 87%-ით შემცირდა.
მიწოდების ინდიკატორი ძალიან მნიშვნელოვანია თვითმფრინავების მწარმოებლებისთვის, რადგან მყიდველები, როგორც წესი, თანხის დიდი ნაწილს კომპანიას თვითმფრინავების მიღების შემდეგ აძლევენ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, გასულ თვეში Boeing-ის დამკვეთებმა 18 თვითმფრინავის შეკვეთა გააუქმეს, აქედან 14 ერთეული MAX-ის თვითმფრინავის.
ამავდროულად, კომპანიამ მიიღო 9 ახალი შეკვეთა დიდი ზომის თვითმფრინავებზე.