თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრისადმი ინტერესი მკითხველის მხრიდან სულ უფრო იზრდება.
ბიზნესლიტერატურა, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ 21-ე საუკუნის განუყოფელი ნაწილია. წარმატებული ადამიანებისა და კომპანიების გამოცდილება, მათ რჩევებსა და შეცდომებზე სწავლა გვეხმარება, უკეთ ვმართოთ საკუთარი თავი და საქმეები, უფრო გონივრულად ვიაროთ დასახული მიზნისკენ.
აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ყოველთვის თან იქონიოს წარმატების აუდიობიბლიოთეკა. დღევანდელ ქაოსურ რეჟიმში კი ეს ბიზნესლიტერატურის გაცნობას უფრო კომფორტულს ხდის.
გთავაზობთ 5 აუდიოწიგნს ბიზნესლიტერატურიდან, რომლებიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ:
მარტინ ლინდსტრომი - Buy-ოლოგია
ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებებზე? თვალში საცემი რეკლამები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ? წინამდებარე წიგნში მარტინ ლინდსტრომი წარმოგვიდგენს საოცარ აღმოჩენებს, რომლებიც სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა. ამ კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას.
საიმონ სინეკი - "პირველად იყო რატომ"
საიმონ სინეკმა ამ წიგნით წამოიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, დახმარებოდა ადამიანებს, ყოფილიყვნენ მეტად შთაგონებული სამსახურში და ამით, თავის მხრივ, თავიანთი კოლეგები და მომხმარებლები შთაეგონებინათ. ავტორის დაკვირვებით, გავლენის მქონე ყველა ლიდერი ფიქრობს, მოქმედებს და ურთიერთობს ერთნაირად და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად. სინეკი ძლევამოსილ იდეას, რომელიც ამ ლიდერებს აერთიანებს, „ოქროს წრეს“ უწოდებს. და ის იწყება კითხვით „რატომ“. „პირველად იყო რატომ“ არის შთამაგონებელი ბესტსელერი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
დენიელ პინკი - Drive - რა გვამოძრავებს სინამდვილეში? მოტივაციის საიდუმლო
როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა და სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა „დასჯა-წახალისების“ მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: ავტონომია – სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება; დაოსტატება – უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; მიზანი – სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.
ჯეისონ ფრაიდი დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი - REWORK − ბიზნესი ცრურწმენების გარეშე
ბიზნესლიტერატურის უდიდესი ნაწილი ერთნაირ რჩევებს იძლევა: დაწერეთ ბიზნესგეგმა, შეისწავლეთ კონკურენტები, მოიძიეთ ინვესტორები და ა.შ. და ა.შ. თუკი ასეთ სახელმძღვანელოს ეძებთ, წინამდებარე ნაშრომი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ. წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო, რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში იმაზე ბევრად უფრო ნაკლები გჭირდებათ, ვიდრე გგონიათ. სულაც არაა აუცილებელი დღედაღამ შრომა, განსაკუთრებული კადრები, საკანცელარიო საქმიანობა და თათბირებში დროის ხარჯვა. ოფისიც კი არ გესაჭიროებათ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ერთადერთი, რაც მართლა დაგეხმარებათ, ესაა ყბედობის შეწყვეტა და მუშაობის დაწყება. Rework-ი წარმოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია. გამოცდილი მეწარმეები, მცირე ბიზნესის მფლობელები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საძულველ საქმეს აკეთებენ, შემცირების მსხვერპლნი, თუ ხელოვანები, რომლებსაც აღარ უნდათ შიმშილობა – ამ წიგნში რაიმე ღირებულ რჩევას ყველა იპოვის.
ბრაიან თრეისი - შეჭამე ბაყაყი!
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი“, რომელშიც ეფექტიანიმართვისათვის საჭირო პრაქტიკული რჩევებს ამოიკითხავთ. ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ! პროფესიონალი სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტია. მან დააფუძნა კომპანია Brian Tracy International, რომელიც სოლანა-ბიჩზე, კალიფორნიაშია. ბრაიან თრეისი წლის განმავლობაში ტრენინგს უტარებს 250 000-ზე მეტ ადამიანს, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების კუთხით. ის ავტორია ისეთი ბესტსელერი წიგნებისა, როგორიცაა „გახდი გაყიდვების ვარსკვლავი“, „ბიზნესწარმატების 100 დაუწერელი კანონი“ და „მაქსიმალური მიღწევა, მიზნები!“.