1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0393 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0393 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0393 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0255 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4551 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4549 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.