სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა

დღეს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

„2020 წლის 10 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა,”-ნათქვამია ინფორმაციაში.