გერმანია შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, ავსტრიასთან და დანიასთან სასაზღვრო კონტროლს 15 ივნისიდან გააუქმებს

გერმანია შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, ავსტრიასთან და დანიასთან სასაზღვრო კონტროლს 15 ივნისიდან გააუქმებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუკი გაუარესდება, მთავრობა ამ საკითხს გადახედავს.

მინისტრის თქმით, გერმანიაში ჩასვლის მსურველი ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის არსებული წესები ივნისის ბოლომდე დარჩება ძალაში.