ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების წყარო უცნობია

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა.

მისი თქმით, ხუითივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.

"დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევბის გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერერჯობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე" , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.