გერმანია ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ძალაში 31 აგვისტომდე ტოვებს

გერმანია ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ძალაში 31 აგვისტომდე ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის გამოცემული გაფრთხილება, რომ „არააუცილებელი, ტურისტული მიზნით მოგზაურობისგან“ კორონავირუსის საფრთხის გამო თავი შეიკავონ, აგვისტოს ბოლომდე გაახანგრძლივოს.

ქვეყნის საგარეო სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია, გამონაკლისების დაშვებაც ცალკეული ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ცნობისათვის, გერმანია სასაზღვრო შეზღუდვებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის 15 ივნისიდან ხსნის.