დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი ვენტილაცია -კონდიცირებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე კვლევების შედეგებს ელოდებიან, მანამდე კი საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვის და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია.
„ახლა ჩვენ ველოდებით ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს. ბევრი, დიდი კვლევა მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპაში. კერძოდ, ის ასოციაციები აკეთებენ ამ კვლევებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ამ საინჟინრო კონდიცირების სპეციალობებთან. შესაბამისად, ვნახავთ მათ შედეგებს, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვის და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.