სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო მომხმარებლებს ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს სთავაზობს.
ფრესკოს 8-ვე სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული სასმელები. გარდა მძიმე ალკოჰოლისა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ 12-მდე დასახლების ჩამოსასხმელი ლუდი 24 საათის განმავლობაში.
„ჩვენ მუდმივად ვანებივრებთ მომხმარებლებს სიღრმისეული ფასდაკლებებით. მაგალითად პანდემიის დროს იმისთვის, რომ შეგვემსუბუქებინა მძიმე სოციალური ფონი, გადავწყვიტეთ ასაწონი შაქარი, ფქვილი, მაკარონი, ბრინჯი და სხვა პროდუქტები გაგვეყიდა იმ ფასში, რა ფასშიც ხდებოდა კომპანიის მიერ მათი შეძენა. ასევე, განვაახლეთ საყოფაცხოვრებო სექცია და ამ მიმართულებითაც ვაქტიურობთ დიდი ფასდაკლებებით.
სწორედ მომხმარებლის თხოვნით, გადაწყდა ალკოჰოლური სასმელების სრულ სექციაზე ფასების საგრძნობლად შემცირება. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად იყიდება ჩვენს ქსელში.
უახლოეს მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, როგორიცაა ახალი სუპერმარკეტის გახსნა წერეთლის ქუჩაზე.“- განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ აფრიდონიძემ.
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო მუშაობს 24 საათის განმავლობაში შემდეგ მისამართებზე:
(R)