2020 წელს სურსათის გლობალური ბაზარი 2,2%-ით გაიზრდება

COVID-19- ის შედეგად 2020 წელს სურსათის გლობალური ბაზარი 2,2%-ით გაიზრდება.

GlobalData– ის კვლევის მიხედვით, წელს საკვები პროდუქტების ბაზარი 9,4 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ east-fruit-ი წერს.

GlobalData-ს რითეილ-სეგმენტის ანალიტიკოსის თომას ბრეტონის თქმით, პანდემიამ შეცვალა მომხმარებელთა ქვეცა როგორ შესყიდვების მიმართულებით, ასევე პროდუქტების არჩევის მხრივ. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებმაც სახლის გარეთ კვება ან შეამცირეს ან საერთოდ, შეაჩერეს. ამავდროულად, GlobalData- ს თანახმად, მსოფლიოში მომხმარებელთა 43.3% ამბობს, რომ მათ სადილების დამზადება სახლებში დაიწყეს.

”COVID-19 ასევე გახდა კატალიზატორი საკვების ონლაინ შეძენის. ახლა მსოფლიოში მომხმარებელთა 28.9% პროდუქტს ონლაინ ყიდულობს“, - განაცხადა ბრეტონიმ.

ახლა, კვების ინდუსტრიის მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად შეიცვლება სამომხმარებლო ჩვევები გრძელვადიან პერსპექტივაში. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რამდენად შეძლებენ რესტორნები და სხვა ტიპის კვების ობიექტები დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. ”მიუხედავად ამისა, ჩვენ ველით, რომ ასეთი სერვისებზე მოთხოვნა 2020 წელს არ იქნება მაღალი მთელს მსოფლიოში, სუპერმარკეტების ქსელებით გაყიდვები კი გაიზრდება,” - ასკვნის ბრეტონი.