ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა განაცხადა. ელჩის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს საერთაშორისო ფრენებსა და აღადგენს ტურისტულ მიმოსვლას.
„ზუსტი თარიღის განსაზღვრა მოხდება სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მიმდინარე ეპიდვითარების პირობების გათვალისწინებით, ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით,“-აღნიშნა ისრაელის ელჩმა.