Apple და Microsoft- ის კაპიტალიზაციამ 1,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Apple და Microsoft- ის კაპიტალიზაციამ 1,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას Apple Insider-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 10 ივნისს ვაჭრობის დასრულებამდე კომპანიის კაპიტალიზაციამ შეადგინა 1.53 ტრილიონი დოლარი. დღის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა და 352 დოლარს გადააჭარბა. ცნობისათვის, 2018 წლის აგვისტოში Apple გახდა პირველი კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ამერიკული გამოცემა Barron's-ის ინფორმაციით, 1,5 ტრილიონ დოლარს ასევე გადააჭარბა Microsoft- ის კაპიტალიზაციამ. გარდა ამისა, რეკორდულად, 1,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა Amazon-ის ღირებულება, Google-ი პირველად გადალახა 1-ტრილიონიანი ზღვარი.