ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
„ვფიქრობ ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ და საზოგადოებისთვისაც უკვე თვალში საცემია, ამას ოპოზიცია ვერ გადამალავს, რომ მმართველ გუნდს შეუძლია კრიზისების მართვა. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ კრიზისულ ბიუჯეტს,“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 9 ივნისს დარეგისტრირდა. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.