რა უნდა გააკეთონ ფერმერებმა გრანტის მისაღებად

აგროტექნიკისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საშუალებების შესაძენად ფერმერებისთვის 10-მილიონიანი საგრანტო პროგრამა ხორციელდება.

პროგრამა 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს მოქმედი ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის. ინდივიდუალურ ფერმერს აქვს შესაძლებლობა, 50,000-ლარიანი თანადაფინანსება მიიღოს, ხოლო კოოპერატივს – 500,000 ლარის მოცულობის მხარდაჭერა.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად ფერმერებმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთონ შესაძენი ტექნიკისა თუ სხვა აგრარული საშუალებების საჭიროება და ღირებულების ადეკვატურობა. ამისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და წარედგინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. დაფინანსების მოპოვებამდე აუცილებელია მომზადდეს ანგარიში შესაძენი ქონების საბაზრო ღირებულების ადეკვატურობის დადგენაზე, რასაც შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი სჭირდება, მაგალითად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ ექსპერტები.

„ქუდოს ჯორჯია“ ბენეფიციარის დაფინანსებამდე ამზადებს მარწმუნებელ ანგარიშს შესაძენი ტექნიკის საბაზრო ღირებულების ადეკვატურობის თაობაზე. ანგარიში წარედგინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუ ბენეფიციარმა არ წარადგინა კვალიფიციურად მომზადებული ანგარიში სამინისტროში, ვერ მიიღებს დაფინანსებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებში მონაწილეობის შემდეგ, სავალდებულოა სამინისტროსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის მარწმუნებელი ანგარიშის, დასკვნის წარდგენა, დაფინანსების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, რასაც კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს.

„ქუდოს ჯორჯიას“ ექსპერტები შეიმუშავებენ და გასცემენ თანადაფინანსების მიზნობრივი გამოყენების ანგარიშს (საექსპერტო დასკვნას) შემდეგი მიმართულებებით:

  • ხეხილის, კენკროვანი და კაკლოვანი ბაღების/პლანტაციების გაშენების შეფასება
  • პლანტაციების გაშენებისას აგროტექნიკური სამუშაოების შეფასება
  • აგრარული პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შეფასება
  • სამაცივრე მეურნეობების შეფასება
  • მიწისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კვლევა და შეფასება
  • ტყის, სატყეო მეურნეობისა და მებაღეობის სამუშაოთა შესრულების კვლევა და შეფასება
  • ვენახის, სათევზე ტბორებისა და ბოსტნეული კულტურების მეურნეობა
  • მეცხოველეობის ფერმების, რძისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების შეფასება

(R)