სოციალურმა ქსელმა “ტვიტერმა“ ჩინეთის, რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებებთან დაკავშირებული 170 000-ზე მეტი ანგარიში დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დახურული ანგარიშებიდან ყველაზე მეტი - 23 750- ჩინეთთან იყო დაკავშირებული, თურქეთთან - 7 340, რუსეთთან კი 1 152.
კომპანიამ ანგარიშები და მათი შინაარსი სოციალური ქსელიდან ამოშალა, თუმცა კვლევის მიზნით მონაცემთა ბაზაში შეინახა.
„ტვიტერის“ განცხადებით, აღნიშნულ ანგარიშებს პროპაგანდისთვის, დეზინფორმაციის გასავრცელებლად და იმ ადამიანებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ, რომლებიც მთავრობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.