დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის რეკორდული შემცირება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული.
„პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო არ დარჩენილა დაუზიანებელი. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება განპირობებულია საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროების მომსახურეობების შეჩერებით, მანქანების გაყიდვის შეწყვეტით, ლუდის ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების დახურვით,“ - აღნიშნულია ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებაში.