თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ ხვალიდან საერთაშორისო ფრენებს განაახლებს

თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ ხვალიდან საერთაშორისო ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ავიაკომპანია პირველ რეისს გერმანიის მიმართულებით განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ფრენები თურქეთიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ეტაპობრივად განახლდება.

პირველ ეტაპზე რეისები განხორციელდება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა ბელგიის მიმართულებით.

ცნობისათვის, თურქული ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზები“ რეისებს 41 ქვეყანაში 105 მიმართულებით ახორციელებს.