საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ასევე 6 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297 პირი.
ინფორმაციისთვის, 843 ადამიანიდან 697 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.