საქართველოში პირველი Drive in კინოთეატრი იხსნება

საქართველოში პირველი Drive in კინოთეატრი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მათ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„პირველად საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, სრულიად კავკასიის რეგიონში Drive in კინოთეატრი. მოკლედ, მოხვალთ ჩვენთან, მოკალათდებით თქვენს საყვარელ მანქანაში, ჩვენ რა თქმა უნდა, არ მოგაკლებთ საუკეთესო ფილმებს, იდეალურ ხარისხს, ოჯახურ გარემოსა და გემრიელობებს,“-ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

სად განთავსდება Drive in კინოთეატრი, ჯერჯერობით უცნობია. იდეის ავტორების თქმით, განიხილება 4 ლოკაცია, თუმცა საბოლოო არჩევანი რომელზე გაკეთდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი გახსნის ზუსტი თარიღიც.

თაია არდოტელი