ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი, პეკინი - 10 ქალაქი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

ბრიტანეთში მოქმედი უძრავი ქონების სააგენტოს (CBRE) ექსპერტებმა მსოფლიოში უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილეს და ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. Global Living Report 2020-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება ჰონგ-კონგშია. იქ უძრავი ქონების საშუალო ფასი 1 254 442 დოლარს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქალაქს, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს:

  • ჰონგ-კონგი - 1 254 442 დოლარი
  • მიუნხენი - 1 000 000 დოლარი
  • სინგაპური - 915 601 დოლარი
  • შანხაი - 905 834 დოლარი
  • შენჟენი - 783 855 დოლარი
  • პეკინი - 763 498 დოლარი
  • ვანკუვერი - 754 617 დოლარი
  • ლოს-ანჯელესი - 717 583 დოლარი
  • პარიზი - 650 555 დოლარი
  • ნიუ-იორკი - 649 026 დოლარი