ბრიტანეთში მოქმედი უძრავი ქონების სააგენტოს (CBRE) ექსპერტებმა მსოფლიოში უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილეს და ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. Global Living Report 2020-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება ჰონგ-კონგშია. იქ უძრავი ქონების საშუალო ფასი 1 254 442 დოლარს შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქალაქს, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს:
- ჰონგ-კონგი - 1 254 442 დოლარი
- მიუნხენი - 1 000 000 დოლარი
- სინგაპური - 915 601 დოლარი
- შანხაი - 905 834 დოლარი
- შენჟენი - 783 855 დოლარი
- პეკინი - 763 498 დოლარი
- ვანკუვერი - 754 617 დოლარი
- ლოს-ანჯელესი - 717 583 დოლარი
- პარიზი - 650 555 დოლარი
- ნიუ-იორკი - 649 026 დოლარი