უსთავიდან თბილისის, კერძოდ სპორტის სასახლის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა. რუსთავიდან თბილისის, კერძოდ, სპორტის სასახლის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა ორი დღით იყო შეჩერებული.
აღნიშნულ ხაზზე დასაქმებული მძღოლები, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური გადასახადის 55 ლარიდან 40 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, თანხას ვერ იხდიან.
კომპანია ,,ინტერტრანსში“ აცხადებდნენ, რომ ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. ,,ინტერტრანსის" ინფორმაციით, კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მათგან აღნიშნული თანხის გადახდაზე კვლავ უარი მიიღეს. დღეს კი მძღოლებმა თანხმობა განაცხადეს, რომ სამუშაო ადგილს დაბრუნებოდნენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კომპანია ,,ინტერტრანსში“ განუცხადეს, 3 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის დღიურ გადასახადთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება რჩება ძალაში.