პოლონეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი გახსნა. მედიის ინფორმაციით, ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები ევროკავშირის წევრ ოთხივე მეზობელ სახელმწიფოსთან - ლიეტუვასთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან - გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში შესულ პირებს აღარც 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
ცნობისათვის, პოლონეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ფრენების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავს.