თურქეთი „ტვიტერს“ ათასობით თურქული ანგარიშის დახურვის გამო აკრიტიკებს და უარყოფს ბრალდებას, რომ ეს ანგარიშები ცენტრალური ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით შექმნილი „ფეიკ“ პროფილები იყვნენ.
„ამ მოქმედებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ტვიტერი“ არა სოციალური მედია კომპანია, არამედ პოლიტიკური და ოდეოლოგიური მიდრეკილებების მქონე პროპაგანდისტული მანქანაა,“ - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორის ფაჰრეთინ ალთუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამოშლილი ანგარიშები ცენტრალური ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით შექმნილი „ფეიკ“ პროფილები იყვნენ, სიცრუეა.
„ტვიტერის“ გადაწყვეტილება სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებულია,“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კომპანია „ტვიტერმა“ გუშინ განაცხადა, რომ 7 340 ანგარიში გააუქმა, რომლებსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სასარგებლო პოლიტიკური ნარატივების გაძლიერებისთვის იყენებდნენ.