რა ქონებას ფლობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელე

საქართველოში მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებად ითვლებიან.

მათი ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასსაც აღემატება.

მათ შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კახა ბექაურის მიერ 2020 წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს მარეგულირებელი კომისიის თამჯდომარის პოზიციაზე შემოსავლის სახით აიღო - 202 764 ლარი აიღო.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა ბექაური ფლობს 66,12 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი; 50000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე 2019 წელს აქვს ნაყიდი; ყვარლის რაიონში, 2020 წელს შეძენილი ორი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: 2018 წელს შეძენილი 180 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 44,05 კვ. მეტრის ბინა და 17,5 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი დუშეთის რაიონში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში - 75 307 ლარი; 479 041 დოლარი; 11 113 ევრო და 14 993 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს შპს „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იან; შპს „მეგაპოლის კლასიკის“ 40%-იან და შპს „სხვა არხის“ 100%-იან წილს. ამათგან გასულ წელს საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსავალი მხოლოდ „ორი ნაბიჯიდან“ მიიღო - 669 933 ლარის ოდენობით.

მისი მეუღლე ეკა ბერიძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია, ამ პოზიციაზე მისმა შემოსავალმა წინა წელს - 286 314 ლარი შეადგინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს: 49 და 68 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი; ასევე 79,6 კვ. მეტრის ბინასა და 12 კვ. მეტრის ავტოფარეხს ბათუმში; 92,3 კვადრატული მეტრის, 70 კვ. მეტრის, 30 კვ. მეტრის ბინებს თბილისში, ასევე 9.8 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართს ლისი ვერანდაზე. მას ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV4. ბერიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, -7 687 ლარი და 4 096 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, ბერიძე არის „ორი ნაბიჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რის შედეგადაც გასულ წელს შემოსავლის სახით, 208 960 ლარი მიიღო. მანვე ქონების გადასახადის სახით, 5 940 ლარი გადაიხადა.

თაია არდოტელი