რა წესების დაცვა მოგიწევთ მუზეუმებსა და გალერეებში

ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს.

ამის შესახებ აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.

კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით უნდა მოხდეს; ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; უნდა აიკრძალოს სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

წესები მოიცავს ასევე მუზეუმებსა და გალერეებში უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც. კერძოდ:

  • დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);
  • საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოახდინეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;
  • რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;
  • ღია სივრცეებში, უზრუნველყავით, სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას, თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
  • გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • გააკონტროლეთ შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;
  • ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყავით მათი დეზინფექცია ან გამოიყენეთ ერთჯერადი ყურსასმენები;
  • იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა დაშვება; სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;
  • აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.
თაია არდოტელი
თვითმფრინავებში პროდუქტები აღარ გაიყიდება - რა შეცვლილი პირობები დახვდებათ ივლისიდან მგზავრებს
რა შემთხვევაში აიკრძალება თვითმფრინავში კვება - რა წესების დაცვა იქნება საჭირო
მთავრობამ სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა - რა წესების დაცვა მოუწევთ ორგანიზატორებს