საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 703-ს შეადგენს.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, აღნიშნული მონაცემები ვებგვერდზე არ შეცვლილა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ 851-ია.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.