საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.