თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 9 120 300 ლარს (3 000 000 დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კერძო სახლს აქვს 11 ოთახი, აქედან 7 საძინებელია.
ამასთან, სახლის საერთო ფართობი 510 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 2800 კვ.მ.
განცხადების მიხედვით, სახლს ასევე აქვს: აივნები, სარდაფი, აუზი, სათავსო და გარაჟი.