დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან“ , - აღნიშნა გახარიამ 7 მაისის სხდომაზე.
როგორც ცნობილია, საქართველოში არსებულ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სასტუმრეობს კი მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.