მე მგონია, რომ როცა მიკროფონთან ვსაუბრობთ, შეიძლება პირბადის მოხსნა და არ დაგვაჯარიმებენ. თუ არ შეიძლება და ვარღვევ, მაშინ ბოდიშს ვიხდი, გადავიხდი ჯარიმას და აგერ, ბიუჯეტს შევავსებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არაა დადგენილი თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოქალაქემ პირბადე დახურულ სივრცეში.
„ვინაიდან, მთავრობას ჯერ არ დაუდგენია ზუსტი რეგლამენტი თუ როგორ ხდება დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება და ველოდებით, მე მგონია, რომ როცა მიკროფონთან ვსაუბრობთ, შეიძლება ამის მოხსნა და არ დაგვაჯარიმებენ. თუ არ შეიძლება და ვარღვევ, მაშინ ბოდიშს ვიხდი, გადავიხდი ჯარიმას და აგერ ბიუჯეტს შევავსებთ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილები იხილება.