მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, რომ შიდა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.
მისი თქმით, დღეიდან შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა.
„დღეს შიდა ტურიზმი ოფიციალურად იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა შესაბამის დარგის სპეციალისტებთან ერთად იმაზე, რომ შიდა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. ეს რეკომენდაციები არსებობს და დღეიდან ოფიციალურად შიდა ტურიზმი ითვლება გახსნილად“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.