კორონავირუსის პანდემიის გამო 3-თვიანი კარანტინის შემდეგ დღეიდან საბერძნეთში მუზეუმები გაიხსნა. როგორ ცნობილია, საბერძნეთში ყველა კულტურული დაწესებულება 13 მარტს დაიხურა. ერთი თვის წინ გაიხსნა არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის, აკროპოლისი.
ყველა მუზეუმი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პროტოკოლები. ღია სივრცეებში მნახველებს შორის დაცული უნდა იყოს 1,5-მეტრიანი დისტანცია, დახურულ სივრცეებში კი 2-მეტრიანი. აუცილებელია პირბადეების ტარება. მუზეუმის შენობაში მდებარე კაფეებსა და რესტორნებში მაგიდებს დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ ჩაუტარდებათ.
ვიზიტორებს ურჩევენ, თუ ეს შესაძლებელია, გამოიყენონ ელექტრონული ბილეთი, რათა მნახველების დინება მაქსიმალურად გაკონტროლდეს. ასევე შესაძლებელია ტურირებული ტურები, მაგრამ ექსკურსიების ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს რვა ადამიანი.
სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს, საბერძნეთის მუზეუმები და არქეოლოგიური ადგილები 19.2 მილიონმა ადამიანმა მოინახულა, მათ შორის 5.9 მილიონმა მუზეუმი და 13.3 მილიონმა არქეოლოგიური ძეგლი. ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით, 131 მილიონი ევრო იყო, მათ შორის მუზეუმებში ბილეთების გაყიდვიდან 23.3 მილიონი, ხოლო არქეოლოგიური ძეგლებიდან 107.6 მილიონი ევრო.