უკრაინა დღეიდან საერთაშორისო ფრენებს აახლებს, თუმცა რამდენიმე რეისი უკვე გადაიდო

უკრაინა დღეიდან საერთაშორისო ფრენებს აახლებს, თუმცა რამდენიმე რეისი უკვე გააუქმა და რამდენიმე ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემა TSN-ი წერს, რომ უკრაინელებმა არ უნდა იჩქარონ, ვინაიდან ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისთვის მხოლოდ ბილეთის შეძენა არაა საკმარისი.

„ჯერ ერთი, ევროპის საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის ივნისის ბოლომდე ჩაკეტილი რჩება. მეორე, 1 ივლისიდან ყველა საზღვარი არ გაიხსნება. ვერავინ იტყვის ეს ზუსტად როდის მოხდება, ვინაიდან საზღვრების გახსნა უკრაინისთვის მეტწილად ქვეყანის ეპიდემიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული,“- წერს გამოცემა.

გარდა ამისა, უკრაინის მედიის ინფორმაციით, არსებობს იმის საშიშროება, მოქალაქემ ბილეთში გადახდილი თანხა დაკარგოს, იმ შემთხვევაში, თუ ის გამგზავრებას ვერ მოახერხებს, ვინაიდან ბილეთის თანხის დაბრუნების ვალდებულება ყველა ავიაკომპანიას არ გააჩნია.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 31 810 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 901 ადამიანი გარდაიცვალა.