კლუბების, ფესტივალებისა და სპორტული ღონისძებების გარეშე  - როგორ ემზადება აჭარის რეგიონი სეზონისთვის

წელს ახალ სეზონს აჭარის რეგიონი შესაძლოა, კლუბების, ფესტივალების და სპორტული ღონისძებების გარეშე შეხვდეს.

როგორც რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი აღნიშნულის გახსნას ითხოვს, აჭარა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად ემორჩილება. შესაბამისად, ობიექტები შეზრუდულ სექტორებს შორის რჩება.

თუმცა, თინათინ ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აღნიშული საქმინობები საბოლოოდ მაინც დაიშვას.

ამასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტმენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წელს რეგიონისთვის პრიორიტეტი ადგილობრივი ტურიზმია.

„წელს შიდა ტურიზმი განსაკუთრებული პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას გამოცხადებული აქვს მზაობა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებადაც, თუმცა საზღვრების გახსნის საკითხი მაინც ჩვენს სამიზნე ქვეყნებში პანდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. იმიტომ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველო გამოკვეთილია უსაფრთხო ქვეყნის იმიჯით, რაც გამოწვეულია იმ „კოვიდ“ სტატისტიკით და ვირუსის მართვის ეფექტური სისტემით, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ 15 ივნისიდან ვიწყებთ, შიდა ტურისტების მასპინძლობას, მოგეხსენებათ, რომ შემუშავდა ძირითადი სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა ობიექტისთვის სავალდებულო იქნება. ამ სატანდარტების ნაწილი ჯერ კიდევ მუშავდება და ამაში ჩართულია თვითონ კერძო სექტორიც“,-ამბობს თინათინ ზოიძე.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ჯამში 393 რეგისტრირებული სასტუმროა, ამასთან, ყოველდღიურად იზრდება იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებსაც სტუმრების მიღების უფლება ეძლევათ.

„რესტორნების დიდი ნაწილი უკვე ამუშავდა. ასევე მიმდინარეობს სასტუმროების შემოწმება. ყველას მოგვეხსენება, რომ წელს არასტანდარტულად და განსხვავებულად მოგვიწევს როგორც დასვენება, ისე სტუმრების მომსახურება. მაგალითად, სასტუმროში ვერანაირად ვერ შევა სტუმარი, თერმოსკრინიგის, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაუცველად. ამასთან, განსხვავებულია მომსახურების სერვისებიც. გარდა ამისა, კვების ობიექტებში შესვლისას, მომხმარებლის მხრიდან აუცილებელია პირბადის გამოყენება, შემდეგ უკვე მაგიდასთან აღარ მოეთხოვება. თუმცა, პერსონალისთვის ეს სავალდებულოა. გარდა ამისა, კვების ობიექტებში განსაზღვრულია დისტანციები როგორც სტუმრებს, ისე მაგიდებს შორის. შეზღუდვებია ბუფეტის ტიპის ობიექტებშიც, სადაც აუცილებელია დამონტაჟდეს დამცავი ფარი და შიგნით მოთავსდეს საკვები პროდუქტებიც.

ამ დროისთვის, რეგიონში სულ არის 393 რეგისტრირებული სასტუმრო, თუმცა გარდა ამისა, არის საჯახო ტიპის სასტუმროები, სახლები და ა.შ. ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი შემოწმება და გახნილი ობიექტების რიცხვი სულ უფრო იზრდება“,- ამბობს თინათნ ზოიძე.

რაც შეეხება კლუბებს, ფესტივალებს და სპორტულ აქტივობებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ ისევ შეზღუდულ საქმიანობებს შორის რჩება.

„შეზღუდვები გვაქვს ფესტივალებთან, სპორტულ აქტივობებთან და კლუბებთან დაკავშირებით, რადგან ეს უკავშირდება ბევრი ადამიანის შეკრებას. როგორც იცით, სახელმწიფო ერთიან პოლიტიკას ახორციელებს რეგულაციებთან მიმართებით, შესაბამისად, იგივე შეზღუდვები ვრცელდება ჩვენთან, რაც საქართევლოს ყველა რეგიონში. ამ საკითხზე მეწარმეების მხრიდან არის მოთხოვნა და მიმდინარეობს მუშაობა. არ გამოირიცხება, მათი გახსნა. შესაძლოა, სხვა სერვისების მსგავსად, აქაც შემუშავდეს კონკრეტული წესები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“,-ამბობს თინათინ ზოიძე.

მისივე ინფორმაციით, სულ მალე გახდება ცნობილი პლაჟებზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციების ჩამონათვალიც. ამასთან, მისი აღსრულებისა და ჯარიმების ნაწილიც.

„პლაჟებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სამუშაო დოკუმენტები მუნიციპალიტეტის სამსახურებთან და ბულვარის ადმინსტრაციასთან ერთად უკვე შემუშავდა. ახლა საბოლოო შეთანხმებისთვის გაგზავნილია საქართევლოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. როგორც კი ეს დამტკიცდება, ამას მოჰყვება მონიტორინგის და აღსრულების კომპონენტი. შესაბამისად, უკვე ცნობილი იქნება ჯარიმების და მისი მონიტორინგის ნაწილიც“,- ამბობს თინათინ ზოიძე.

ნინი ქეთელაური