ეგვიპტე 1-ლი ივლისიდან ქვეყნის ყველა აეროპორტს გახსნის

ეგვიპტე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის.

როგორც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი მოჰამედ მანარი აცხადებს, ეგვიპტეში ყველა აეროპორტი 1-ლი ივლისიდან გაიხსნება.

მინისტრის თქმით, აეროპორტები გაიხსნება ტურისტული ობიექტების ამუშავების კომპლექსური გეგმის შესაბამისად. მანამდე ქვეყნის მთავრობაში ამბობდნენ, რომ 1-ლი ივლისიდან მხოლოდ ჰურგადას და შარმ ელ შეიხის აეროპორტები გაიხსნებოდა.

როგორ ადგილობრივი მედია წერს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავებში განხორციელდება დეზინფექცია. მგზავრებს ბორტზე მხოლოდ მშრალ საკვებს შესთავაზებენ, სასმელს კი მხოლოდ თუნუქის ქილებით. თვითმფრივანებში არ იქნება გაზეთები და ჟურნალები.