მსოფლიოში ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერის H&M-ის გაყიდვები განახევრდა.
როგორც Reurets-ი კომპანიის ანგარიშების მიხედვით წერს, მარტი-მაისში ბრენდის გაყიდვები 50% -ით დაეცა და 28,7 მილიარდი შვედური კრონი (3.06 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
ამავე პერიოდში ადგილობრივ ვალუტაში გაყიდვების ვარდნამ შეადგინა 50%, 1-ლი ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით კი 30%.
H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანიაა, რომელიც 1947 წელს შვედეთში დაარსდა. დღეს, H&M-ი მსოფლიოს 66-ზე მეტ ქვეყანაში 4 135-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.