თურქეთის საელჩო კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთის საელჩო კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია განმარტებული, პირები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ მისი ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, არა უგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია.