„ბაზრის კლასტერის“ გამო, ჩინეთმა ევროპიდან ორაგულის იმპორტი აკრძალა

ჩინეთმა ევროპიდან ორაგულის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პეკინში ახალი, „ბაზრის კლასტერი“ გაჩნდა და ვირუსი „ხინფადის“ ბაზარში, იმპორტირებული ორაგულის დასამუშავებელ დაფაზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ორაგული გაყიდვიდან პეკინის ყველა დიდმა სუპერმარკეტმა ამოიღო.

შეგახსენებთ, პეკინის ერთ-ერთი დიდი ბაზრის „ხინფადის“ ათობით თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელისუფლებამ ბაზარი დახურა და მიმდებარე ტერიტორიაზე 11 საცხოვრებელ უბანში კარანტინი დააწესა.