ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს. ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5 ათას 700 კილოგრამზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია.
ამ ეტაპზე EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.
რეესტრის მონაცემებით, შპს „იზი ჩარტერის“ 69%-იან წილს - რატი ძერია, 21%-ს - კონსტანტინე დავითიძე, ხოლო 10%-იან წილს პაატა კვიჟინაძე ფლობს.