დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალა

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, დღეს, 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.