მშენებლობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სფეროა, სადაც პრიორიტეტთა შორის არის უსაფრთხოების ფაქტორები, მასალის ხარისხი, რაც განაპირობებს კონსტრუქციის სიმყარეს, გამძლეობას, ასევე უდაოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგება, კომფორტი და სხვა.
სხვადასხვა სამშენებლო მიმართულებისგან არ განსხვავდება შენობის კარ-ფანჯრების, სლაიდური სისტემების, საფასადე სისტემებისა და სხვა შემინვითი სამუშაოების შერჩევისა და მონტაჟის პროცესის სიზუსტის აუცილებლობა. სამწუხაროდ, მომხმარებელი ხშირად არ ითხოვს დეტალურ ინფორმაციასა და ტექნიკურ გათვლებს თუ რა სახის მინა-პაკეტით, პროფილითა თუ მექანიზმით მზადდება მათი კარ-ფანჯარა.
კარ-ფანჯრებისა და შემინვითი სისტემების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,ჯეო-გლასი“-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია ,,ჯეო-გლასი“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს, პროექტის დამუშავებიდან-მონტაჟამდე, რომლის პროცესში გათვლილია ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პროექტი შესრულდეს სტანდარტების დაცვით, მომხმარებელს შევთავაზოთ სრული სერვისი და მათ თავი იგრძნონ კომფორტულად. ასევე გვინდა შემინვითი სისტემების სფეროში დავნერგოთ მიდგომა, რომ კომპანიებმა მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია თუ რა პროფილით და რა კატეგორიის მინა-პაკეტით კეთდება მათი კარ-ფანჯრები თუ სხვა შემინვითი სისტემები. ასევე ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოების ნორმებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინჟინერები და მენეჯერები მუშაობის პროცესში ითვალისწინებენ: თითოეული კონსტრუქციის სიმაღლეს, ტერიტორიაზე არსებული ქარის დატვირთვასა და წნევას, შენობის სრულ სიმაღლეს, ხმის დეციბალების გამტარიანობას, თბოიზოლაციის კოეფიციენტსა და სხვა მრავალ მახასიათებელს, რომელებიც აუცილებელია პროექტის სრულყოფისთვის. ინჟინერის მიერ მუშავდება ტექნიკური მახასიათებელი, როგორც ცალკეული მინა-პაკეტებისა და პროფილის, ასევე მათი სამონტაჟო დეტალები. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ გარანტიას შეძენილ პროდუქტზე“- ამბობს თაკო ახვლედიანი.
დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 0322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge
(R)