მრავალი წელია, თბილისთან ერთად, ბათუმი საქართველოს წამყვან ტურისტულ ზონად იქცა, შესაბამისად, გაიზარდა რესტორნების, კაფეების, ბარების და რაც მთავარია, სასტუმროების რაოდენობა.
საინტერესო ფაქტია, რომ ტურისტების ნაწილს სტანდარტულად დასვენება აღარ აკმაყოფილებს და სასტუმროსაც კი ისეთს ეძებს, საიდანაც საინტერესო მოგონებებს წაიღებს. სწორედ ამიტომ გახდა ბოლო პერიოდში ბუტიკის ტიპის სასტუმროები პოპულარული. ჩვეულებრივი სასტუმროსგან განსხვავებით, მათი ნომრები არა სტანდარტული, არამედ ექსკლუზიურია და არსად არ მეორდება, აქ უფრო მეტადაა დაცული სტუმრის კონფიდენციალურობა და მომსახურების ინდივიდუალური სტილია დანერგილი.
ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმრო Tapis Rouge Vip Boutique-ში გვიამბობენ, რომ მათი სასტუმროს განსხვავებული ინტერიერი, ექსტერიერი, ინდივიდუალური მომსახურება, კონფიდენციალურობა და საუკეთესო ადგილმდებარეობა გახდა ის ფაქტორები, რის გამოც ტურისტები მათზე აჩერებენ არჩევანს.
„ხშირად, ჩვენი სასტუმროს საინტ ერესო ინტ ერიერის, კომფორტისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების გამო სარგებლობენ ცნობილი სახეები, ბლოგერები, დიპლომატები, ბიზნესმენები და ა.შ. თუმცა ჩვენს დამსვენებელთა შორის არის, ასევე ოჯახები, მეგობრები, რომანტიული წყვილები და უბრალოდ ის ტურისტები, ვისაც სურს რესპექტაბელური დასვენება, მყუდრო, ლამაზ და დიზაინერულ გარემოში“, - განმარტავს სასტუმროს დირექტორი ნათია დოლიძე.
თავდაპირველად, ინტერიერზე უნდა გესაუბროთ, რადგან ის გულგრილს არცერთ სტუმარს არ ტოვებს. ტაპი რუჟ-ში ყველა ნომერი განსხვავებული დიზაინისაა. თუ ერთ სტუმარს ნათელი ფერები ურჩევნია, მეორეს შესაძლებლობა აქვს უფრო რუხი ფერების მქონე ნომერში დაისვენოს. ამასთან, თითქოს ვინტაჟურ სტილს ერწყმის თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილები - კლიმატ კონტროლისთვის „დაიკინის სისტემა“ და Smart TV. თითოეული სტუმრის კმაყოფილებას იმდენად მაღალი ყურადღება ექცევა, რომ სასტუმრო მხოლოდ Villeroy & Boch-ის აქსესუარებს იყენებს აბაზანისთვისაც კი. ორგანულ ზეთზე დამზადებული მაღალი ხარისხის კოსმეტიკა აქვთ შერჩეული, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარა სტუმრებისათვის.
ადამიანები, რომლებიც თითოეულ დეტალში ესთეტიკას ეძებენ ხშირად დასვენებას არა სტანდარტულ, არამედ ბუტიკის ტიპის სასტუმროში ამჯობინებენ-ხოლმე.
რა არის ბუტიკის ტიპის სასტუმროს კონცეფცია, რაც ასე ძალიან იზიდავს დამსვენებელს?
ხასიათი. ამ ერთ სიტყვაში ეტევა ამ ტიპის სასტუმროების მთელი კონცეფცია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ბუტიკის ტიპის სასტუმროს ნახავთ, რომელიც კონკრეტულ თემატიკაზეა აგებული - მაგალითად,The Picasso Boutique Hotel ფილიპინებში, Hôtel Molière პარიზის გულში და სხვა. კონკრეტული თემატიკის მიხედვით შერჩეული დიზაინი ყოველთვის იწვევს ინტერესს და გიჩენს სურვილს, როგორც მუზეუმი, ისე შეისწავლო და დაათვალიერო სასტუმროს ინტერიერი. როგორც ნათია დოლიძე განმარტავს, მათთვის ხელოვნებაა სასტუმროს თითოეულ დეტალზე ზრუნვა, იქნება ეს ნახატის განთავსების ადგილი თუ ფარდის ფერი და მოხარულები არიან იმ შედეგით, რაც მიიღეს.
მართლაც, Tapis Rouge-ის კონცეფცია - ვინტაჟს შერწყმული თანამედროვეობა და ოთახის ინდივიდუალურად შერჩევის საშუალებაა ის, რაც ბათუმში ჩასულ დამსვენებლებს ამ სასტუმროსკენ იხმობს.