საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ ვირუსისგან 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.