2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,979 მლრდ დოლარს ანუ 18,990 ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767,842 მლნ ლარით მეტია.
კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მლრდ დოლარს ანუ 18,222 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914,270 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 968,115 მლნ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,271 დოლარს აჭარბებს.