ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

2020 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 222 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 56.4 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 165.6 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 7.3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 21.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 1.5 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 16.8 მლნ ლარი იყო.

თაია არდოტელი